ცხოვრება მარტივი არ არის,ამაზე ილუზია არც აქვს არავის .მითუმეტეს როცა ერთ ოჯახში განსხვავებული შეხედულებების და პრინციპების ადამიანები იყირან თავს. როცა არავინ არავის ეთანხმება. როცა ერთმანეთის არ ესმით .თუ მსოფლიოში ყველაზე შეშლილი ოჯახის ხილვა გსურთ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რიდლების ოჯახში .
რიდლების საგვარეულო მიწებმა დაახლოებით 10 წელია რაც ლოს-ანჯელესში გადმოინაცვლა. წლების წინ ისინი ლონდონში ცხოვრობდნენ, მათი დედა ნური დაქორწინებული იყო მდიდარ კაცზე რომელმაც ცოლი მოკლა,მხოლოდ იმის გამო ,რომ ქალმა ვაჟი ვერ აჩუქა. ეს რიდლების საიდუმლო იყო, რიდლების ოჯახში მხოლოდ ქალები იბადებოდნენ . ნურს კი არ შეეძლო ქმრისთვის აეხდინა ოცნება, რის გამოც იგი მსხვერპლი გახდა, მისმა ქმარმა გარედმა კი თავი მოიკლა. ამაში დამნაშავე თავად ნური იყო . თუ რატომ ამას მოგვიანებით გიამბობთ.